TOPNEWS » მთავარი თემა » საკადრო ცვლილება ლენტეხის მერიაში

საკადრო ცვლილება ლენტეხის მერიაში

საკადრო ცვლილება ლენტეხის მერიაში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე მერმა ხელმძღვანელ პირებს მერის მოადგილეები წარუდგინა — პირველ მოადგილედ მარადი ლიპარტელიანი, ხოლო მოადგილედ ლევან ლიპარტელიანი დაინიშნა.

თათბირის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმები, პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე საკითხები. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქის იერსახის მოწესრიგებაზე, გუნდურ მუშაობასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესებაზე.

შეხვედრის დასასრულს, სამსახურების ხელმძღვანელებმა მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს და კვირის სამუშაო გეგმა შეადგინეს.

შეხვედრას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით პირველი ესწრებოდა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu