TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმერეთი 2025" -ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქუთაისში “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმერეთი 2025" -ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმერეთი 2025" -ის თამაშების ოფიციალური დახურვა გაიმართა.
ოლიმპიადის რეგიონული ეტაპის გამარჯვებული გუნდები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვეს.
ოლიმპიადის დახურვის ფარგლებში გაიმართა ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მომზადებული ღონისძიება, ჩატარდა ტურნირი მძლეოსნობასა და მხიარულ სტარტებში.
იმერეთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში საჯარო და კერძო სკოლების 144 გუნდი მონაწილეობდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ.

















