TOPNEWS » მთავარი თემა » 8 წლის ნუკი ხუსკივაძემ, საქართველოს 34-ე ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
8 წლის ნუკი ხუსკივაძემ, საქართველოს 34-ე ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საქართველოს ჩემპიონს ჭადრაკში ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი შეხვდა.
8 წლის ნუკი ხუსკივაძეს, რომელმაც ბათუმში გამართულ საქართველოს 34 - ე ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ვასილ გველესიანი შეხვდა. მიღწეული წარმატება მიულოცა და წარმატებები უსურვა საერთაშორისო ასპარეზზე.
ტურნირზე 300- მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ნუკი ხუსკივაძემ, როგორც 8 წლამდე ასაკის ჩემპიონმა, თავისი შედეგებით, მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვა.