TOP-NEWS.GE / 8 წლის ნუკი ხუსკივაძემ, საქართველოს 34-ე ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

8 წლის ნუკი ხუსკივაძემ, საქართველოს 34-ე ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საქართველოს ჩემპიონს ჭადრაკში ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი  შეხვდა.

8 წლის ნუკი ხუსკივაძეს, რომელმაც ბათუმში გამართულ  საქართველოს 34 - ე ჩემპიონატზე  საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ვასილ გველესიანი შეხვდა. მიღწეული წარმატება  მიულოცა და წარმატებები უსურვა საერთაშორისო ასპარეზზე.

ტურნირზე 300- მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ნუკი ხუსკივაძემ, როგორც 8 წლამდე ასაკის ჩემპიონმა, თავისი შედეგებით,  მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვა.

24-05-2025, 20:11
უკან დაბრუნება