TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, ანჯაფარიძისა და ხანძთელის ქუჩებზე გზას რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში, ანჯაფარიძისა და ხანძთელის ქუჩებზე გზას რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში, ანჯაფარიძისა და ხანძთელის ქუჩებზე გზას რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გზის რეაბილიტაცია ხორციელდება ანჯაფარიძისა და ხანძთელის ქუჩებზე. მიმდინარეობს სანიაღვრე არხის, ბორდიურებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, საავტომობილო გზაზე იგება ასფალტის საფარი.

 გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 3 074 299 ლარს შეადგენს. 

სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია გაეცნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu