ქუთაისში არსებული ველოდიპედების მაღაზია საჯარო მოხელეებისა და სამართალდამცავების მომსახურებაზე უარს ამბობს.
“Zura's Bike Shop დღეიდან, ჩვენი მაღაზია და სახელოსნო აღარ მოემსახურება არც ერთ პოლიციელს, მერიის არც ერთ თანამშრომელს და არც ერთ საჯარო მოხელეს, რომლის იდენტიფიცირებასაც მოვახდენთ და არ დგას ხალხის მხარეს !! ვწუხვართ, რომ აქციაზე დგომა და ეს პროტესტი არის ის მცირედი რისი გაკეთებაც შეგვიძლია !!!
ყველაზე კარგად თვითონ იციან, რა ინტენსივობით სჭირდებათ ზურას დახმარება მათ და მათ შვილებს! ხოდა, თავს ნუღარ შეიწუხებთ ჩვენთან ტყუილად მოსვლით,”-აცხადებენ მაღაზიაში.