ზესტაფონში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები მეორე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.
"ძალიან დიდი წყალი იყო წუხელ მოვარდნილი, ამიტომ დინებამ ჩაიტანა საწყალი. გული მეწვის...მსგავი არ მახსოვს. მაგ ადგილას ბევრი დამტვრეულა, გადავარდნილან და გადარჩენილან, მაგრამ სიკვდილი არასდროს...ღმერთო შენ დაგვიფარე..."
"ხიდთან ბანაობდა, როგორც გავიგე. ცურვა კარგად არ ცოდნია, დინებამ წამოიღო და ჩანჩქერიდან გადმოაგდო,"-აცხადებენ ადგილობრივები.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა ზესტაფონის მკვიდრია.
ცნობისთვის, სამცვერას ჩანჩქერი, რომელიც ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოში მდებარეობს, ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია.