TOPNEWS » მთავარი თემა » რა რაოდენობის ატამი და მოცვი გაყიდა საქართველომ?

რა რაოდენობის ატამი და მოცვი გაყიდა საქართველომ?

რა რაოდენობის ატამი და მოცვი გაყიდა საქართველომ?

 საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მონაცემები მზარდია. მათივე ცნობით, 2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3  ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1  მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება - 143 ათასი აშშ დოლარით (1%) გაიზარდა. 

ასევე დღეის მონაცემებით, საქართველოდან 17.3  მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული.

2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 2 884 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 678 ტონით (2.4-ჯერ), ხოლო ღირებულება - 10.0 მლნ აშშ დოლარით (2.4-ჯერ) გაიზარდა,"-აცხადებენ ხელისუფლებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu