რეკლამა

სამტრედიის მერი კვირაში ერთი დღე "ქართული ოცნების" მომხრეებს მოუსმენს

სამტრედიის მერი კვირაში ერთი დღე "ქართული ოცნების" მომხრეებს მოუსმენს

სამტრედიის მერი "ქართული ოცნების" მომხრეებს ხვდება. დავით ბახტაძის თქმით, ყოველი კვირის შაბათი პარტიულ აქტივთან და მოქალაქეებთან შეხვედრის დღეა. 

"მნიშვნელოვანია მოსახლეობის თითოეული საჭიროების ჩვენამდე მოტანა და ამ საჭიროებების მოგვარებაზე ზრუნვა. ეს ადამიანები ყველაზე კარგად იცნობენ თავიანთ უბანში არსებულ მდგომარეობას. ძირითადი საკითხები,  როგორც ყოველთვის, დღესაც მოსახლეობის საჭიროების ირგვლივ იყო მსჯელობა. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, ინფრასტრუქტურული პროექტები ცალსახად მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, წელსაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესებზე და მათ საჭიროებებზე მორგებული არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება,"-ამბობს დავით ბახტაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები