"ქართულ ოცნებას" ქუთაისში გია ბასილაძე უხელმძღვანელებს

"ქართულ ოცნებას" ქუთაისში  გია ბასილაძე უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების“ კონფერენციაზე, ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.

"ვულოცავ ბატონ გია ბასილაძეს პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევას. მისი გამორჩეული ადამიანური თვისებები, წესიერება, თავმდაბლობა, ადამიანების მიმართ თანადგომა, მას გამოარჩევს როგორც ლიდერს. 

მინდა წარმატება ვუსურვო მას და "ქართული ოცნების" გუნდს. მან კარგად იცის ის გზა, სირთულე და შესაძლებლობები რომელიც პარტიულ ორგანოს ადგილობრივ დონეზე გააჩნია. დარწმუნებული ვარ, მისი არჩევით გაჩნდება ახალი შესაძლებლობები პარტიაში და ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზრდება თითოეული წევრის მიმართ მხარდაჭერა. 

წარმატებები "ქართული ოცნების" ლიდერებს, გუნდს და საკრებულოს უმრავლესობას,"-ამბობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები