ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ აქამდე არსებული მწვანე სექტორი განადგურებულია.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ინფორმაციით, ფერდი, რომელზეც დატვირთული იყო მსხვილმერქნიანი კედარის ჯიშის ხეებით, აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის" ბალანსზეა, რომელიც სახელმწიფო შპს-ა.
"დამუშავებული მასალის ნაწილი ახლადაშენებული სასტუმროს "ქუთაისი ინნ"-ის ეზოშია დაწყობილი.
აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია - ვითხოვთ განმარტებას ამჯერად რა მიზანს ემსახურება ვანდალიზმის ეს გამოხატულება ქალაქში, სადაც მწვანე სექტორის განადგურების ხარჯზე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესების ინტერესთა დაკმაყოფილება აპრობირებული პრაქტიკაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში არსებული მძიმე გარემოსდაცვითი გამოწვევების გათვალისწინებით, მავნებლობის ამ გამოხატულებაში ხართ თუ არა ჩართული (ამიერიდან ეროზიის რისკების გათვალისწინებით ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება).
ქუთაისი ინნ იქნებ თქვენ იცოდეთ მომიჯნავე ნაკვეთში რა ხდება, თან შეუწუხებიხართ თქვენი ეზოს ნაწილის გამოყენებით, რას ემსახურება მწვანე სექტორის მორიგი "მოსუფთავება"-ამ დანაშაულთან რაიმე კავშირში ხართ?,"-აცხადებენ ორგანიზაციაში.
საინფორმაციო სააგენტო topnews.ge ვითარების გარკვევას შესაბამის სტრუქტურებთან ცდილობს.