რეკლამა

ცნობილი ტბები ჭიათურაში-რა ვიცით მათ შესახებ?

ცნობილი ტბები ჭიათურაში-რა ვიცით მათ შესახებ?

მღვიმეების გარდა, ჭიათურა ტბებითაც არის გამორჩეული. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს:

მანდაეთის ტბა 

მანდაეთის ტბა  სოფელ მანდაეთში მდებარეობს. ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული ტბა ჭიათურიდან 25 კმ-ში მდებარეობს. მისი  მიმდებარე ტერიტორია საუკეთესო ადგილია კემპინგის მოსაწყობად. ტბაში შესაძლებელია ნავებით გასეირნება, თევზაობა და სხვა აქტივობების ჩატარება. 

ღურღუმელას ტბა 

ღურღუმელას ტბა  ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფლების - სკინდორისა და წინსოფლის მიდამოებში მდებარეობს, მდინარე ღურღუმელას ხეობაში, ზღვის დონიდან 555 მეტრზე. იგი ხელოვნირად შექმნილი წყალსაცავის შტენილს წარმოადგენს. ტბის ნაპირები წყალმცენარეებითაა დაფარული. ღურღუმელას ტბა სერებს შორისაა მოქცეული და ძალიან ლამაზი სანახავია, როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ცეცხლოვანი ფერებით გარშემორტყმული. შესანიშნავი ვრცელი ხედები და გაშლილ სივრცეებს შორის მოლივლივე წყალი მრავალ ადამიანს იზიდავს. აქ ნავით გასეირნება და თევზაობაც შესაძლებელია.

შემორევას ტბა

 შემორევას ტბა  სოფელ ხრეითის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 597 მეტრზე. იგი ჭიათურის ყველაზე დიდი ტბაა, მისი მაქსიმალური სიღრმე 10 მეტრია. ტბა ტყიან ხეობაში მდებარეობს და ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. ბუნების სიმშვიდის და ფეხით ხეტიალის მოყვარულთათვის ეს ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია. ტბა თევზაობის მოყვარულებსაც იზიდავს. 

 ძიგძიგა მიწის ტბა

ძიგძიგა მიწის (მიწაძიგძიგას ) ტბა მდებარებს სოფელ ხრეითის ჩრდილოეთით.ტბაზე შეიძლება გასაბერი ნავით გასეირნება, შესაძლებელია ცხენებით მიდამოებში გასეირნებაც.

  ფოტო: ლადო მუმლაძე


ტეგები:

Facebook - კომენტარები