რეკლამა

მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებები შედის

მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებები შედის

2023 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტა­პის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნებს, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტექ­ნი­კურ გა­მარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი ემა­ტე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვე­ბი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის N598 ბრძა­ნე­ბით.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში განმარტავენ, "B“ კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია 20 კი­თხვა, სა­ი­და­ნაც მძღო­ლო­ბის კან­დი­დატს 2 და­ვა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა. გა­მო­საც­დელს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნე­ბით, ან ზე­პი­რად/თა­ვი­სუ­ფა­ლი თხრო­ბით გად­მო­ცე­მით შე­ეძ­ლე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მძღო­ლო­ბის კან­დი­და­ტი გა­მომ­ცდე­ლის მიერ მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას ვერ შე­ას­რუ­ლებს, მსუ­ბუქ შეც­დო­მად ჩა­ეთ­ვლე­ბა.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბი­სა, მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან, მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი ორე­ტა­პი­ა­ნი "C" და "D" კა­ტე­გო­რი­ე­ბის და "C1" და "D1" ქვე­კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გახ­დე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას აგ­რძე­ლებს და "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან "C" და "D" კა­ტე­გო­რი­ე­ბის და "C1" და "D1" ქვე­კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი ორე­ტა­პი­ა­ნი ხდე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ვე­ლი ეტა­პის (მო­ე­და­ნი) წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, მძღო­ლო­ბის კან­დი­და­ტი გა­და­ი­ნაც­ვლებს მე­ო­რე ეტაპ­ზე, რაც რე­ა­ლურ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს,“ - აცხა­დე­ბენ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, "B“ და "BE“ კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბი ორე­ტა­პი­ა­ნი 2022 წლის 25 აპ­რი­ლი­დან გახ­და.


ტეგები:

Facebook - კომენტარები