TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერია: ინტენსიურმა თოვამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად, ყველა უბანში ხორციელდება
ქუთაისის მერია: ინტენსიურმა თოვამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად, ყველა უბანში ხორციელდება
ქუთაისში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ა(ა)იპ „სპეციალურის სერვისების“ თანამშრომლები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ქუჩებს თოვლის საფარისგან დილიდანვე შესაბამისის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ძალის გამოყენებით წმენდენ.
მერიის ინფორმაციით, ინტენსიურმა თოვამ და უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად, ყველა უბანში ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.





