TOPNEWS » მთავარი თემა » “ააიპ “სპეციალური სერვისები” მისი ყველა-ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით სრულ მზადყოფნაშია, რათა ქუთაისში გადაადგილება უსაფრთხო და შეუფერხებელი იყოს”

“ააიპ “სპეციალური სერვისები” მისი ყველა-ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით სრულ მზადყოფნაშია, რათა ქუთაისში გადაადგილება უსაფრთხო და შეუფერხებელი იყოს”

“ააიპ “სპეციალური სერვისები” მისი ყველა-ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით სრულ მზადყოფნაშია, რათა ქუთაისში გადაადგილება უსაფრთხო და შეუფერხებელი იყოს”

ქუთაისის მერიის ააიპ “სპეციალური სერვისები” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი თოვლწმენდები ქალაქის მასშტაბით საპატრულო პოლიციის მითითებების მიხედვით მუშაობენ. 

ააიპ “სპეციალურ სერვისებს” ასევე მობილიზებული აქვს ინერტული მასალები.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, მომდევნო 5 დღე თოვლის სახით არის ნალექი მოსალოდნელი, შესაბამისად, ჩვენი სამსახური მისი ყველა-ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით სრულ მზადყოფნაშია, რათა ქალაქში გადაადგილება უსაფრთხო და შეუფერხებელი იყოს,”-ამბობს ააიპ “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu