ხარაგაულში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თითქმის 100 % - იანი შესრულებით მიმდინარეობს-ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე თქმით, კომპანიებთან სწორი და ეფექტური მენეჯმენტის შედეგად, სოფლებში დაგეგმილი ყველა გარდამავალი პროექტი წინსწრებით სრულდება.
"ხარაგაულის მერია ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე წელს, საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 694 443 ლარი დახარჯავს.
სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტები გარდამავალია. კომპანია აღებულ ვალდებულებებს წინსწრებით შეასრულებს, რაც ნიშნავს, რომ 𝟮𝟬𝟮𝟱 წელს გასაწევი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
|საერთო ჯამში, ლომსაძეების და ჭილოფის უბანში, ბეტონის საფარი გზის 𝟮 590 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.
𝟮𝟬𝟮𝟰 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან, ხარაგაულის მერიამ 𝟲 𝟬𝟱𝟭 𝟮𝟳𝟭 ლარი მიიღო.
მიღებული დაფინანსებით 𝟮𝟴 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.