TOPNEWS » მთავარი თემა » “იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის 50-მდე ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები”
“იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის 50-მდე ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები”
იმერეთში თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკით იწმინდება, როგორც ადმინისტრაციული ასევე სოფლის გზები. შესაბამისი სამუშაოები საჭიროებებიდან გამომდინარე გვიან ღამით დაიწყო და ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება.
რეგიონში ამ დროისთვის 50-მდე ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები. ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.
თოვლის საფარის დონე ქვედა ზონაში 10-40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს.





