რეკლამა

როგორ ეხმარება ხარაგაულის მერია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას?

როგორ ეხმარება ხარაგაულის მერია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას?

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია     მიმდინარე წელს სოციალურ პროგრამებზე 1 705 700  ლარს  დახარჯავს. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 22 ქვეპროგრამა  მოქმედებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიაში სოციალურად დაუცველ  და მძიმე ეკონომიკური  პირობების მქონე  მოქალაქეებზე მატერიალური  დახმარების  გაცემის საკითხზე,    კომისიის სხდომა  ყოველთვიურად  ტარდება. კომისიას მერის პირველი  მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს. 

"მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეში მერიის ჯანდაცვისა  და  სოციალურ სამსახურს დახმარების  თაობაზე  მოქალაქეებმა  სხვადასხვა   საკითხებზე  მიმართეს.

კომისიის  წევრების  გადაწყვეტილებით,  ერთჯერადი  ფინანსური დახმარება გაიცა 309 ადამიანზე,  რომლის  თანხამაც საერთო  ჯამში 67 200 ლარი  შეადგინა.

123-მა პიროვნებამ  ისარგებლა  სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსებით, რისთვისაც 62 518 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა,  ფინანსური  დახმარება გაეწია  21 მრავალშვილიან ოჯახს 900  ლარის ფარგლებში,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები