რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ხარაგაულში 2024 წელს 7 125 378 ლარის ფარგლებში 36 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
ამ ეტაპზე დასრულებულია თეთრაწყაროში სპორტული მინი მოედნის მშენებლობა. რაც შეეხება გზების კეთილმოწყობას, 29 ლოკაციაზე სამუშაოები დასრულებულია, დანარჩენზე კი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ხელშეკრულება დადებულია და უახლოეს დღეებში დაიწყება მაქათუბნის (კურტანიძეების უბანი) გზის მობეტონება.
უახლოეს პერიოდში დაიწყება დაბა ხარაგაულში მრავალბინიანი სახლების ეზოებისა და ფასადების რეაბილიტაცია.