TOPNEWS » მთავარი თემა » საპატრიარქო: გელათში მდგომარეობა რთულია

საპატრიარქო: გელათში მდგომარეობა რთულია

საპატრიარქო: გელათში მდგომარეობა რთულია

გელათის აკადემიაში გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მასში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები გერმანელი, იტალიელი, ამერიკელი, ინგლისელი სპეციალისტები, არქეოლოგები, მოზაიკის კონსერვაციის, სტრუქტურული ინჟინერის, კედლის მხატვრობის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

პრესკონფერენციას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე ესწრებოდნენ.

როგორც მეცნიერებმა და სასულიერო პირებმა განაცხადეს, გელათში მდგომარეობა რთულია, მაგრამ არის შესაძლებლობა უმაღლესი სტანდარტის საერთაშორისო კვლევებით შეიქმნას პროექტი, რის შემდეგაც მოხდება ჩარევა.

 გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu