მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება ჭიათურაში.
ჭიათურის მერი, პარტია "ქართული ოცნების" ჭიათურის შტაბის ხელმძღვანელი გივი მოდებაძე საჩხერის გზატკეცილის, მუხაძისა და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა.
გივი მოდებაძე მოსახლეობას ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში თითოეული მოქალაქის აუცილებელ ჩართულობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ჭიათურის შტაბის წარმომადგენელი გიორგი კასრაძე, შტაბის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.