რეკლამა

წყალტუბოში სოციალურად დაუცველ 8 ოჯახს ახალ სახლებს უშენებენ

წყალტუბოში სოციალურად დაუცველ 8 ოჯახს ახალ სახლებს უშენებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და   საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა  სოფელ ოფშკვითში, მუხიანსა და პატრიკეთში  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.

 "სოციალურად დაუცველი რვა ოჯახისთვის ახალი  საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები მალე დასრულდება. გარდა სახლებისა, აღნიშნულ ოჯახებს გადაეცემა საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა, სახლების მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  414.4  ათასი ლარია გამოყოფილი,"-განაცხადა  გენადი ბალანჩივაძემ.

 რვა ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები