ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხონის მერიის ინფორმაციით, გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთი კაპიტალურად ეწყობა. მიმდინარეობს ძველი ფილების აღება-დასაწყობება, ხორციელდება მოხრეშვა - მოსწორებითი სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი.
სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯ და ჯ" ახორციელებს.