რეკლამა

რა მოხდა ზესტაფონში, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე და რატომ გაათავისუფლეს დასაქმებულები?

რა მოხდა ზესტაფონში, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე და რატომ გაათავისუფლეს დასაქმებულები?

ჩქაროსნული მაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე მომუშავე ჩინური კომპანიიდან გათავისუფლებული მილერი ფერაძე და ირაკლი ჩიტორელიძე სამსახურში აღადგინეს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, დამსაქმებელი კომპანია ამტკიცებდა, რომ სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი ობიექტის ხელმძღვანელის მიმართ დაუმორჩილებლობა და შელაპარაკება გახდა.

"სინამდვილეში კი საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი პროვოკაციულად ცდილობდა დასაქმებულების გამოწვევას, რათა ისინი დაეთხოვა სამსახურიდან (კადრების შემცირების მიზნით). კერძოდ, მას შემდეგ, რაც ობიექტის ხელმძღვანელმა მისცა დასაქმებულებს კონკრეტული სამუშაოს შესრულების განკარგულება, დასაქმებულებმა მოითხოვეს სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელთათმანი (გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო მოიცავდა ე.წ. არმატურების, სხვადასხვა ლითონის მილების ხელით  გადაზიდვას სხვა ადგილზე და ეს ხდება თოვლში და ყინვაში).

ობიქეტის ხელმძღვანელმა მათ მოუტანა უკვე არაერთგზის გამოყენებული დაბინძურებული და სველი ხელთათმანი და ირონიული ბრძანებით მოსთხოვა მათ სამუშაოს დაუყოვნებლივ შესრულება. გარდა ამისა, მან დასაქმებულებს მოსთხოვა ხელი მოეწერათ ფურცელზე ამობეჭდილ მონურ პირობებზე, რომელიც როგორც გაირკვა, არ იყო შეთანხმებული კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

 ჩვენ წლების წინ  პრაქტიკაში გვაქვს  მსგავსი შემთხვევა. კერძოდ, ზვარეში ჩინური კომპანია ახორციელებდა სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, სადაც დამსაქმებულები ყოველ წამს ცდილობდნენ დასაქმებულების პროვოცირებას და იწვევდნენ დაპირისპირებას. შემდეგ ზვარეში როგორც განვითარდა მოვლენები, საზოგადოებისთვის ცნობილია (7 დამსაქმებელის საქმე გადაეცა პროკურატურას, რამდენიმე მათგანი პასუხისგებაში, მიეცა ხოლო დანარჩენის დეპორტირება მოხდა ჩინეთში).

სასიხარულოა, რომ საკითხის დარეგულირება შესაძლებელი გახდა დიალოგის გზით, მადლიერები ვართ გზების დეპარტამენტის მაღალი დონის ჩართულობით. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება ორი ობიექტის ხელმძღვანელის მომდევნო ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს შესაბამის ზომებს,"-აცხადებენ პროფკავშირში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები