TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ კურსებში, დაზიანებული გზის ნაცვლად, დროებითი გზის მოწყობა დაიწყო

სოფელ კურსებში, დაზიანებული გზის ნაცვლად, დროებითი გზის მოწყობა დაიწყო

სოფელ კურსებში, დაზიანებული გზის ნაცვლად, დროებითი გზის მოწყობა დაიწყო

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთი გეოლოგების გადაწყვეტილებით, აღდგენას არ ექვემდებარება, რის გამოც დროებითი გზის მოწყობა დაიწყო. 

12 მარტს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის შემდეგაც აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით მოძრაობს. 

როგორც ცნობილია, დროებითი გზა მდინარის მეორე სანაპიროზე მოეწყობა. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 20 საცხოვრებელი  სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.  დაზარალებული ოჯახები ჯერ სასტუმროებში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მათი განთავსება ქირით მოხდა.


საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu