TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერია: არ არსებობს პანიკის საფუძველი

ხარაგაულის მერია: არ არსებობს პანიკის საფუძველი

ხარაგაულის მერია: არ არსებობს პანიკის საფუძველი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც სტიქიის ზონაში წყლის შეგუბებაზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს: 

“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიის ზონაში, მდინარე ყარნებაზე არსებული წყლის შეგუბების მდგომარეობა შესწავლილია გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ.

სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის.

აღნიშნული ლოკაციის მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.

დღეის მდგომარეობით, გარემოებები არ შეცვლილა და არ არსებობს წყლის შეგუბებასთან დაკავშირებული პანიკის შექმნის საფუძველი.

სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეგუბებული წყლის მასა არ იმატებს; ხდება წყლის გამოდინება არსებული არხის მეშვეობით, ხოლო შემოსული და გამავალი წყლის მოცულობები ერთმანეთის მიმართ თანაფარდობაშია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია  მოსახლეობას მოუწოდებს, ინფორმაციის მიღების მიზნით დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu