TOPNEWS » მთავარი თემა » ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ვანში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ვანში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ვანში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,  ვანის მუნიციპალიტეტში გაიხსნა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის რეგიონალური ტურნირი მინი ფეხბურთში. 
  
გაიმართა ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, იმერეთის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, რევაზ რობაქიძე- სეოკის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მანანა მანაგაძე- სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის კოორდინატორი და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები.

ტურნირი 2 დღე გასტანს და მასში მონაწილეობას თორმეტივე მუნიციპალიტეტის გუნდები მიიღებენ. გამარჯვებულ  გუნდებს გადაეცემათ მედლები, სიგელები და თასები. ტურნირის გამართვა ახალგაზრდებში  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu