TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. 

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის ქვეშ აღმოჩნდა 4 საცხოვრებელი სახლი და 10 ადამიანი. მაშველებმა ერთი ადამიანი ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu