TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
ლენტეხში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ლენტეხში ახალ საბავშვო ბაღს აშენებს, ცაგერში კი არსებული ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორივე საბავშვო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი.
შენობებში ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა,
პროექტები ითვალისწინებს ბავშვების უსაფრთხოებაზე და საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას, მათ შორის სასწავლო, საძინებელი ოთახებისა და მრავალფეროვანი სათამაშო სივრცეების მოწყობას,
პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები - გოჩა ენუქიძე და სოზარ სუბარი, მუნიციპაურო განვითარების ფონდის დირქტორი ბექა ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.