რეკლამა

"როცა ხონში მობრძანდებით, აუცილებლად მოინახულეთ გუბის ადმინისტრაციული ერთეული, ისიამოვნეთ ლამაზი ბუნებითა და იმერული სტუმართმოყვარეობით"

"როცა ხონში მობრძანდებით, აუცილებლად მოინახულეთ გუბის  ადმინისტრაციული ერთეული, ისიამოვნეთ ლამაზი ბუნებითა და იმერული სტუმართმოყვარეობით"

გუბის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: შუა გუბი, დიდი გუბი, პატარა გუბი) - იმერეთის დაბლობზე გაშენებული ისტორიული სოფლები, სადაც დაიბადა, ცხოვრობდა და დაკრძალულია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, მეწარმე ნესტორ წერეთელი.

გუბი მდებარეობს ხონში, მუნიციპალური ცენტრიდან 4 კმ-ის მოშორებით.

სოფელი ბოლო წლებში განსაკუთრებით გალამაზდა-დაიგო გზები, განახლდა სკოლამდელი და სასკოლო ინფრასტრუქტურა, კულტურის ცენტრი.

აქ იმერულ სამზარეულოსა და ცხოვრების ადათს განსაკუთრებული პეწი და  კულტურა  ახლავს.

გუბში  სკოლა 1883 წელს დაარსდა და გამორჩეული ისტორია აქვს.

ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა სამების  სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი მდებარეობს. 

გუბის თემში ადგილობრივებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, მემცენარეობა და მესაქონლეობაა. 
 
როცა ხონის მუნიციპალიტეტში მობრძანდებით, აუცილებლად მოინახულეთ გუბის  ადმინისტრაციული ერთეული, ისიამოვნეთ ლამაზი ბუნებითა და იმერული სტუმართმოყვარეობით. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები