ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ბოლო 5 დღეში უკვე მეორედ გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა და პოლიცია, პერიმეტრი გადაკეტილია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.
თამარ მეფის ქუჩა 56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა „საქართველოს ფოსტის" საკუთრებაშია. "საქართველოს ფოსტა" ორსართულიანი შენობის პირველი სართულის მხოლოდ ნაწილშია განთავსებული. ხანძარი შენობის მეორე სართულზე, რომელიც წლებია უფუნქციოა, პირველად 3 აპრილს გაჩნდა.
ორსართულიანი შენობა, სადაც "საქართველოს ფოსტაა" განთავსებული, წლებია ამორტიზებულია.