ქუთაისის ბიუჯეტი 2 450,0 ათასი ლარით გაიზარდა. ცვლილება ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგ პროექტებს მოხმარდება:
„გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების“ ქვეპროგრამაში - 1 600,3 ათასი ლარი:
✔ ტყიბულის ქუჩის მე-VI-ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა
✔ დავით და კონსტანტინეს ქუჩის პირველი შესახვევის გზის და კედლის რეაბილიტაცია
✔ #35-ე სკოლასთან მისასვლელი გზის მშენებლობა,
✔მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია,
✔ახალგაზრდობის მეშვიდე შესახვევის ბოლო მონაკვეთი საგზაო ინფგრასტრუქტურა
„სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის“ ქვეპროგრამაში - 1 228,0 ათასი ლარი:
✔ კიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთიდან, მწვანეყვავილას ქუჩის გავლით სანიაღვრე ქსელის მოწყობა
✔ ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის კალაპოტის, არხის გასწვრივ ტროტურაისა და გამწვანების მოწყობა
✔ ანტონ კათალიკოსის ქუჩის ღვარსადენი ქსელის რეაბილიტაცია
✔„ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობის“ ქვეპროგრამაში - 65,0 ათასი ლარი:
✔ გორკის ქუჩის #18-თან საყრდენი კედლის მოწყობა
✔ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია - 210,8 ათასი ლარი
✔ მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია - 305,6 ათასი ლარი.
" მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აისახა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის N2400 განკარგულებით გამოყოფილი თანხა 1000,0 ათასი ლარი, რომლითაც განხორციელდება მდ. ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. „საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების“ ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაემატა ახალი საგრანტე პროგრამა „EU4ITD - ქუთაისის, როგორც რეგიონის ტურისტული ჰაბის ცნობადობის ამაღლება შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის გზით“, გეგმა განისაზღვრა 408,4 ათასი ლარით. „კაპიტალური დანიშნულების გრანტის“ სახით ბიუჯეტში აისახა 228,5 ათასი ლარი, რის საფუძველზეც „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში გაიზარდა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის („ოქროს ჩარდახი“) რესტავრაცია-რეაბილიტაციის“ ღონისძიების გეგმა.
ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში დაგეგმილია:
✔„გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების“ ქვეპროგრამაში დები იშხნელების ქუჩის რეაბილიტაციის ღონისძიება - 250,0 ათასი ლარი;
✔ გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება - 350,0 ათასი ლარი;
✔ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნიტურა - 173,1 ათასი ლარი;
"მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის გაზრდა 195,1 ათასი ლარით, რომლის ფარგლებში შეირჩევა ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად. სხვადასხვა სახეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაციის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიზარდა ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაციის ღონისძიება 199,0 ათასი ლარით, იგეგმება მე-11 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია - 500,0 ათასი ლარი. შემოსულობების კუთხით „ქონების გადასახადი“ იზრდება 1 000,0 ათასი ლარით, ხოლო „შემოსულობა არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან“ 1 800,0 ათასი ლარით.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად დამტკიცდა ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება.
დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესამამისად; სამსახურის განყოფილებებია:
ა) კაპიტალური პროექტების მონიტორინგის განყოფილება;
ბ) საპროექტო ზედამხედველობის განყოფილება;
გ) ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილება;
დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, დაგეგმვისა და კოორდინირების განყოფილება;
ე) საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილება;
ვ) საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების განყოფილება.
✔ სამსახურის მუშაობის პროცესში გამოვლინდა ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების ორ განყოფილებად გაყოფის აუცილებლობა. კერძოდ: მყარი ნარჩენების განყოფილება, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების განყოფილება.
ცვლილება შევიდა მერიის საშტატო ნუსხაში. საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად; „ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა“. ამავე კანონის 49-ე მუხლით; „მოხელის კარიერული განვითარება ხდება: ა) ქვედა იერარქიული რანგის თანამდებობიდან ზედა იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადასვლისას; ბ) დაბალი თანამდებობიდან იმავე იერარქიული რანგის მაღალ თანამდებობაზე გადასვლისას. მოხელის კარიერული განვითარება ხორციელდება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად,"-ნათქვამია ქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.