ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის ლექციები გრძელდება
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.
ლექცია თემაზე - „რამდენია ბევრი?‘‘ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი ნადარეიშვილმა წაიკითხა.
ლექციის განმავლობაში გიორგი ნადარეიშვილი, მოსწავლეებთან ერთად, შეეცადა რაოდენობის უმარტივესი ინტუიციური ცნება უსასრულობაზე განეზოგადებინა და გაეცა პასუხი კითხვაზე - არსებობს თუ არა უფრო დიდი და პატარა უსასრულობები.
შემეცნებით საჯარო ლექციას ახალგაზრდების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. შეხვედრას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო.
KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

















