რეკლამა

ქუთაისელი პოეტი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

ქუთაისელი პოეტი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

ქუთაისელი პოეტი ენდი ნემსიწვერიძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, პოეტი დღეს 68 წლის გახდებოდა. 

ენდი ნემსიწვერიძე ასევე ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 

"დღეს ენდი ნემსიწვერიძისთვის დაბადების დღე უნდა მიმელოცა... ახლა სამძიმრის სიტყვები უნდა ვთქვა. ენდი ნემსიწვერიძე- გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, მოქალაქე, სკოლის დირექტორი, შემოქმედი...ძალიან დააკლდება ქუთაისს, დაგვაკლდება მის დიდ სამეგობროს. თანავუგრძნობ ენდის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ მწუხარებაში,"-წერს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. 
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მეშვიდე სკოლის დირექტორის, პოეტისა და ქუთაისის საამაყო ადამიანის, ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების გამო. ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლელბს და მეგობრებს. სამწუხაროა, ასეთი ნიჭიერი ადამიანის დაკარგვა,"-წერს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.
"დღეს, საჩუქრად ჩემივე ლექსების ახალი კრებული -"სიცოცხლის ალავერდი" მივიღე, ჩემი საუკეთესო მეგობრებისაგან. ახლა უკვე ორი წიგნით, ორი ბიჭით, ერთი ცოლით, ასობით მოსწავლით, უამრავი კოლეგით, კეთილი და უერთგულესი მეგობრებით გარშემორტყმული ვხვდები, საკუთარ დაბადების დღეს. თავს გიხრით, მიყვარხართ ყველანი. მიიღეთ ჩემგან სიყვარულის და სიცოცხლის ალავერდი!,"-წერდა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები