რეკლამა

"რამდენი წელი ვითხოვთ გზას და ეს ოცნება და სურვილი ასრულდა. ბევრი დაუბრუნდება სოფელს და ეს გზის დამსახურება იქნება"

"რამდენი წელი ვითხოვთ გზას და ეს ოცნება და სურვილი ასრულდა. ბევრი დაუბრუნდება სოფელს და ეს გზის დამსახურება იქნება"

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იან (კმ22-კმ49) მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება.

მოუწესრიგებელი გზა რიონის ხეობის მოსახლეობისათვის ათეულობით წლის განმავლობაში სირთულეს წარმოადგენდა.

"არ ვიცი, ჩემზე ბედნიერი ამ გზის გაკეთებით თუ კი არის ვინმე. თვეში სამჯერ ასვლა მაინც მიწევს ამ გზაზე,"-ამბობს სოფო ბანძელაძე.

"რამდენი წელი ვითხოვთ გზას და ეს ოცნება და სურვილი ასრულდა. ბევრი დაუბრუნდება სოფელს და ეს გზის დამსახურება იქნება და თქვენი, ვინც მონაწილეობა მიიღეთ გზის დაგებაში,"-ამბობს ირმა ნემსიწვერიძე.

"გილოცავთ! ეს ლეჩხუმისთვის საუკეთესო შენაძენია. გააჩნია, სადამდე გააკეთებენ ნეტა გზას. მიხარია, სოფელში წასვლა მაინც არ შეგეზარება ადამიანს. შიდა სოფლებში-დერჩი, დღნორისა და ა.შ. ცოტათი მაინც შეასწორონ გზები". 

"როგორც იქნა, ეღირსა ხალხს. ათეული წლებია რომ ითხოვდა ხალხი. დიდება უფალს, ხალხი დაუბრუნდება სოფლებს,"-ამბობს ლია ხიდაშელი. 

"მაგ გზით ვიყავი წასული რამდენიმე ხნის უკან და თავბედი ვიწყევლეთ. ადგილობრივებმა ასეა უკვე რამდენი ხანიაო,"-ამბობს დუდი ფხაკაძე.

"კარგია ცენტრალური გზა, აუცილებელია და სოფლებშიდაც გააკეთონ რა მოხდება. დღნორისაში ძან მაღალმთიანი რომ არის და უჭირს ტრანსპორტს სიარული,"-ამბობს მარინა ხუციშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები