ქუთაისში საქართველოს ჩერნობილელ ვეტერანთა კავშირი დაფუძნდა

ქუთაისში საქართველოს ჩერნობილელ ვეტერანთა კავშირი დაფუძნდა.
26 აპრილს 39 წელი შესრულდება უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან.
ამ თარიღთან დაკავშირებით,
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა , "ჩერნობილელთა ასოციაცის" ხელმძღვანელმა ჯამბულ ჯიქიამ, ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციის მონაწილეებთან ერთად, პატივი მიაგეს ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის ქუთაისელი მონაწილეების ხსოვნას.
დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.
საქართველოს ჩერნობილელ ვეტერანთა კავშირი გააერთიანებს ქვეყნის ყველა კუთხეში მცხოვრებ ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციის მონაწილეებს.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ქუთაისიდან 129 ადამიანი იმყოფებოდა. დაზარალებულებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარება გადაეცემათ.