TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლის სოფლებში-ოდილაურსა და თავასაში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თერჯოლის სოფლებში-ოდილაურსა და თავასაში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თერჯოლის სოფლებში-ოდილაურსა და თავასაში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურსა და თავასაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტი თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ კვახჭირი-ოდილაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, პროექტი მრავალწლიანია და მისი ღირებულება შეადგენს 488 739 ლარს, მიმდინარე წელს შესრულდება 315 789 ლარის სამუშაოები, სამუშაოებს ასრულებს შპს ,,გი-ან 2011", პროექტის ფარგლებში ეწყობა 1,5 კმ არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები.

"ასევე, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტი თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ თავასა-თუზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 314 121 ლარს, სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯეო როუდ ინვესტი", პროექტის ფარგლებში ეწყობა 1 კმ არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები,"-აცხადებენ თერჯოლის ადგილობრივ ხელისუფლებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu