რეკლამა

"მსვლელობით გავემართებით ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ, რათა კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობა ჩვენი სოფლის გადასარჩენად"

"მსვლელობით გავემართებით ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ, რათა კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობა ჩვენი სოფლის გადასარჩენად"


პირველ ოქტომბერს, 19:00 საათზე, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართება. 

"აქციის დროს მსვლელობით გავემართებით ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ, რათა კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობა ჩვენი სოფლის გადასარჩენად,"-აცხადებენ შუქრუთელები. 

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა დაახლოებით ერთი თვეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს. ისინი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციებს ითხოვენ და პროცესში დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები