TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთში სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

იმერეთში სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

იმერეთში სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, რეგიონში ქუთაისის მე-7, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნას და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე გაეცნენ სკოლებში არსებულ ვითარებას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ. 

,,იმერეთის რეგიონში სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით  და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და სკოლები მზად იქნება, განახლებულ სივრცეებში მიიღოს მოსწავლეები. ეს არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაპირების შესრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  მომავალმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა ჯანსაღ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ ცოდნა,”– განაცხადა გივი მიქანაძემ. 

“იმერეთში საგანმანათლებლო მიმართულებით არაერთი მნიშნვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 18 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ბიუჯეტი შეადგენს 75 მილიონამდე ლარს. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს უკვე დასრულდა 5 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სასწავლო პროცესი ახალ გარემოში დაიწყება” - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

ქუთაისის მე-7, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნას და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად შენობები სრულად განახლდება და ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახები და ექიმის კაბინეტები. ამასთან, სკოლები სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu