TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში დასაქმების მსურველებს სამუშაოს სთავაზობენ

ქუთაისში დასაქმების მსურველებს სამუშაოს სთავაზობენ

ქუთაისში დასაქმების მსურველებს სამუშაოს სთავაზობენ

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. 
სამუშაოს მაძიებლებს ერთიან სივრცეში შესაძლებლობა მიეცათ 40-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვედროდნენ  და 400-ზე მეტ ვაკანსიას გაცნობოდნენ.  

დასაქმების შესაძლებლობის გარდა, პირველად ქუთაისის ფორუმის ფარგლებში მოეწყო საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივმა უნივერსიტეტებმა და პროფესიულმა კოლეჯებმა ახალგაზრდებს საკუთარი სასწავლო პროგრამები და ფაკულტეტები გააცნეს. 

 ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების გაცნობა კვლავ შესაძლებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქუთაისის სერვის ცენტრში, მისამართზე;- ნიუპორტის  19. 

სააგენტო დასაქმების ფორუმებს  მუდმივად მართავს თბილისსა და რეგიონებში. შემდეგი მასშტაბური ფორუმი ტურისტული სეზონის სამზადისთან ერთად ბათუმში გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu