TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაში განახლებული სკვერი გაიხსნა

ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაში განახლებული სკვერი გაიხსნა

ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაში განახლებული სკვერი გაიხსნა

ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი, კეთილმოწყობილი  რეკრეაციული სივრცე შეემატა.

ნაგუთის დასახლებაში, წმინდა გერმანეს  ქუჩაზე,  განახლებული სკვერის საზეიმო გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი  გივი მოდებაძე,   საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია,  აღდგა კასკადური შადრევანი, მოეწყო ფანჩატური. საპროექტო ტერიტორიაზე, ასეევე  დამზადდა დიდი ზომის საჭადრაკო დაფა  გრანიტის ქვისგან  და ზედ მინაბოჭკოვანი პოლიმერიდან ჭადრაკის ფიგურები განთავსდა. მასალის სიმსუბუქე და გამძლეობა საშუალებას იძლევა, აღნიშნული ფიგურები გადაადგილონ მცირე ასაკის ადამიანებმაც. სკვერის ღირებულება 457`976 ლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu