ქუთაისის საკრებულოს წევრი ინგა ჯავახაძე ქალაქის საკრებულოს ვადაზე ადრე ტოვებს.
დეპუტატებმა უკვე განიხილეს პირადი განცხადების საფუძველზე, ინგა ჯავახაძისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
ჯავახაძეს ასევე შეუწყდა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრის უფლებამოსილება.
ინგა ჯავახაძე ქუთაისის საკრებულოში პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა. ის საკრებულოში მიმდინარე წლის აპრილში მას შემდეგ მოხვდა, რაც საკრებულოს წევრი დარეჯან ფხაკაძე გარდაიცვალა.
ინგა ჯავახაძეს საკრებულოში ნონა ქანდარია ჩაანაცვლებს.