TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში ლარაშის ციხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ლენტეხში ლარაშის ციხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხში ლარაშის ციხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ლარაშის ციხე მნიშვნელოვანი ობიექტია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეგიონის მდიდარი ისტორიის გაცნობით და უნიკალური, უძველესი არქიტექტურული ძეგლების მონახულებით.
“დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, თეა ონიანს პროექტის მხარდაჭერისა და უშუალო ჩართულობისთვის.
სასიხარულოა ისიც, რომ წელს დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კულტურული ძეგლის აღდგენა-რესტავრაცია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რაიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას,”-ამბობს ლენტეხის მერი გია ონიანი.