რეკლამა

ხონელი ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია

ხონელი ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია

 მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია.
ძალოსანმა  ოქროს 3  მედალი მოიპოვა!

პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანმა  ( 87კგ.) ბრწყინვალედ იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 97 / 100 / 103 დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა!

მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120 / 125 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ძალოსანმა იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 228 კილოგრამითაც!

თემურ ჯანჯღავა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი;
აკაკი კაკაბაძე - მურღვლიანის პირადი მწვრთნელი;
გიორგი ჭინჭარაული - ექიმი -რეაბილიტოლოგი;
რუსლან ღიბრაძე - ფიზიო-თერაპევტი;
რუსკა მურადაშვილი - გენერალური მდივანი;                                                             კახი კახიაშვილი - ფედერაციის პრეზიდენტი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები