TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურის მერი: ჩვენი მიზანია, 2026 წელს ჭიათურა იყოს უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული

ჭიათურის მერი: ჩვენი მიზანია, 2026 წელს ჭიათურა იყოს უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული

ჭიათურის მერი: ჩვენი მიზანია, 2026 წელს ჭიათურა იყოს უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე. მისი განცხადებით, ქალაქის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის მინისტრი სტუმრობდა. ამ მიმართულებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის მიზნით ბაზრის კვლევა უკვე გამოაცხადა. დაგეგმილი ინიციატივები მიზნად ისახავს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ფეხბურთით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში  მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტები.
გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად 2026 წელს შედეგზე ორიენტირებული მუშაობა და ყველა ხელმძღვანელის აქტიური ჩართულობაა საჭირო.

„ჩვენი მიზანია, 2026 წელს ჭიათურა იყოს უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული მუნიციპალიტეტი“ – განაცხადა მერმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu