ტყიბულის რესურსცენტრს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე მარიამ სანებლიძე დაინიშნა.
განათლება:
2022-დღემდე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
2020-2022 აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.
2013-2017 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი.
2013-2016 საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია -ბუღალტერიის დიპლომირებული სპეციალისტი.
ნაშრომები:
• მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი სამოქალაქო საპროცესო სამართალში;
• სასარჩელო მოთხოვნის გონივრული მიმართება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან;
• ფულადი ვალდებულების შესრულების დარღვევის გამო კრედიტორისათვის გადასახდელი პროცენტის განსაზღვრის სტანდარტი;
სამეცნიერო სტატიები:
1. მოსამართლის როლი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისა და დაცვის პროცესში სამოქალაქო სამართალწარმოებისას;
2. ბავშვის მოსმენის უფლება სამოქალაქო სამართალწარმოებაში;
3. არასრულწლოვანთა წარმომადგენლობა საუკეთესო ინტერესების უპირატესობის დაცვით;
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები პანდემიის პირობებში;
5. საგადასახადო დავების განხილვის პროცედურა (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი);
6. საგადასახადო ადმინისტრირების წესების გამარტივების ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტის შესახებ კოვიდ-19 -ის პანდემიის პირობებში;
7. ხელშეკრულების შესრულების გართულება კოვიდ-19 პანდემიის დროს.
მარიამს აქვს, როგორც საჯარო (ზოგადი განათლების მიმართულებით), ასევე, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ფლობს ინგლისურ ენას, არის ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული, არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე/მომხსენებელი, ლიცენზირებული ადვოკატი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.