TOP-NEWS.GE / ტყიბულის რესურსცენტრს ახალი უფროსი ჰყავს

ტყიბულის რესურსცენტრს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით  ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე მარიამ სანებლიძე დაინიშნა. 

განათლება:

2022-დღემდე  კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

2020-2022 აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.

2013-2017 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი.

2013-2016 საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია -ბუღალტერიის დიპლომირებული სპეციალისტი.

ნაშრომები:

• მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი სამოქალაქო საპროცესო სამართალში;

• სასარჩელო მოთხოვნის გონივრული მიმართება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან; 

• ფულადი ვალდებულების შესრულების დარღვევის გამო კრედიტორისათვის გადასახდელი პროცენტის განსაზღვრის სტანდარტი; 

სამეცნიერო სტატიები: 

1. მოსამართლის როლი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისა და დაცვის პროცესში სამოქალაქო სამართალწარმოებისას;

2. ბავშვის მოსმენის უფლება სამოქალაქო სამართალწარმოებაში;

3. არასრულწლოვანთა წარმომადგენლობა საუკეთესო ინტერესების უპირატესობის დაცვით; 

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები პანდემიის პირობებში;

5. საგადასახადო დავების განხილვის პროცედურა (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი);

6. საგადასახადო ადმინისტრირების წესების გამარტივების ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტის შესახებ კოვიდ-19 -ის პანდემიის პირობებში;

7. ხელშეკრულების შესრულების გართულება კოვიდ-19 პანდემიის დროს.

მარიამს აქვს, როგორც საჯარო (ზოგადი განათლების მიმართულებით), ასევე, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ფლობს ინგლისურ ენას, არის ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული, არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე/მომხსენებელი, ლიცენზირებული ადვოკატი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. 

29-04-2025, 10:42
უკან დაბრუნება