ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეუფე ანტონი მედიაში გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელმსახურს მეუფემ მსახურება განსხვავებული პოზიციის მიზეზით შეუჩერა.
"გავრცელდა, რომ ე.წ. რუსული კანონის გამო ავუკრძალე ღვთისმსახურება, ნამდვილად კარგ მოძღვარს...
1. ეკლესიის შიდა საკითხები არ არის მასმედიის გასარჩევი და მითუმეტეს იმ ადამიანებისა, ვინც ეკლესიის გარეთ იმყოფება. კიდევ ერთხელ ადასტურებთ, როგორ გინდათ შფოთი შეიტანოთ იქ, რასაც მთელი თქვენი არსებით, რბილად რომ ვთქვა, ებრძვით...
2. იმ კანონს, რასაც თქვენ რუსულს უწოდებთ, მე ვუწოდებ თქვენ მამხილებელ კანონს, რითაც თქვენ და თქვენს დამქაშებს ძალიან ეშინიათ,"-ამბობს მეუფე.