TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
2025 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
“სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 09:30 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-აცხადებებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.





