TOP-NEWS.GE / ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

2025 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოებია.

“სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 09:30 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-აცხადებებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

14-11-2025, 18:37
უკან დაბრუნება